რელიზები
07.08.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპელ ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ცხინვალში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა ლიტვის პრეზიდენტთან ვალდას ადამკუსთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანასთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ბილდტთან, ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან და პოლონეთის პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან.
მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, მხარდაჭერა სთხოვა და საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური