Google+

რელიზები

16.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა, სტუდენტებს შეხვდა და გაესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სასწავლებლის იუბილეზე მას საშუალება არ ჰქონდა უნივერსიტეტში მისულიყო, რადგან იგი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ხვდებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 90 წლის წინ, ის ადგილი, სადაც უნივერსიტეტი აშენდა, ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და მის ამშენებელს ნიკოლოზ ცხვედაძეს მაშინდელ პოლიტიკურ გარემოში ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული არ არის, თუმცა გაიხსენა მაღლივ კორპუსში რუსული ენის გამოცდის ჩაბარების პროცესი, რომლის დროსაც მან ყველაფრის მიუხედავად ობიექტური შეფასება დაიმსახურა და სხვა სტუდენტისთვის პროტექციის მსხვერპლი არ გახდა.

სტუდენტების წინაშე თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელ დაძაბულ ურთიერთობებზე, აგვისტოს მოვლენებზე, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე და საქართველოში მისი დაძლევის გზებზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით შეიძლება.

პირველმა პირმა ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება სტუდენტებთან ერთად განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სამომავლო გეგმებიც გააცნო.

არჩევნები, კორუფცია, დემკრატიული რეფორმის ტალღა და ეკონომიკური განვითარება - ეს ის სკითხები იყო, რომელზეც სტუდენტებს პრეზიდენტისაგან ინფორმაციის მიღება სურდათ.

შეხვედრაზე პატივი მიაგეს ცხინვალში ბრძოლების დროს დაღუპულ უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტს. პრეზიდენტის განცხადებით, იგი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიღწეულია მთავარი რამე - საქართველოში სასამართლო არის არაკორუმპირებული. „ეს არ ნიშნავს, რომ კორუფციაში არ ვამხელთ მოსამართლეებს. ორმოცზე მეტი მოსამართლე კორუფციისათვის არის დაჭერილი. ყველაზე მეტად გული მაშინ გამინათდა, როცა ომის დღეებში, ტელევიზორი ჩავრთე და ვნახე, რომ რომელიღაცა გამგებლის მოადგილე დაიჭირეს კორუფციისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ გააგრძელა არსებობა. ისევე როგორც გული გამინათდა, მაშინ როცა ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ იმ დროს, როცა თბილისთან იდგა ტანკები, ის დააჯარიმეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო. მე ვიცი ჩვენი მეგობარი ქვეყნები, სადაც პრეზიდენტებიც და პრემირ- მინისტრებიც იხდიან ქრთამებს საქმეების მოგებისათვის და ისინი ითლებიან წესიერ მოსამართლეებად, იმ სასამართლოებს თვლიან დამოუკიდებელ სასამართლოებად.

მე მქონდა ერთხელ სასამართლო რეფორმის წარუმატებელი მცდელობა. ჩვენ თითქოს იდეალური სისტემა შევქმენით, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური ნება არ იყო, არაფერი გამოვიდა.

დღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება, შიდა კონტროლის სისტემა. საზოგადოებაში უნდა შევქმნათ ისეთი განწობა, რომ მოსამართლე იყოს პრესტიჟული პროფესია. ღირსება მნიშვნელოვანი ფაქტორია, პოლიციელები არ იღებენ ქრთამებს, იმიტომ რომ საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ის წესიერია და ისინიც ამაყობენ ამით, ასე უნდა იყვნენ მოსამართლეებიც. ჩვენ გამოგვყვა ის მენტალიტეტი, რომ თუ მე წავაგე სასამართლო პროცესი, ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გავლენის ქვეშ არის, მაგრამ დიდი ნაწილი ობიექტურია. თქვენ როცა დაამთავრებთ სწავლას, შემოუერთდით ამ კორპუსს, მიიყვანეთ ბოლომდე საქმე. როცა პენსიაში ვიქნები და წავალ სასამართლოში და მოვუგებ რომელიმე მომავალ ჩემთვის მიუღებელ მთავრობას, თქვენ მეტყვით, რომ თქვენ დროს დაიწყო ეს რეფორმა და სწორედ ამიტომ მოიგეთ ეს შემთხვევა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)