Google+

რელიზები

07.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა შვიდ ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს დაზარალებული გიორგი შერაზადაშვილი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის შვიდ ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს დაზარალებული გიორგი შერაზადაშვილი მოინახულა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილესთან შეხვედრაზე აღნიშნა, შვიდმა ნოემბერმა მთავრობასა და პირადად მას დიდი გაკვეთილი ჩაუტარა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრობლემები დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში დაპირისპირებით.

"შარშანდელმა მოვლენებმა ყველას გვასწავლა დიდი გაკვეთილები. მე, პირადად და მთლიანად მთავრობას რაც გვასწავლა არის ის, რომ ყველა საკითხი არ უნდა წყდებოდეს ქუჩაში, არამედ ყველა დავა უნდა წყდებოდეს პარლამენტში, სასამართლოში, ლაპარაკით, ერთმანეთის გატანით და ერთმანეთთან ურთიერთობით და არა ერთმანეთის ლანძღვა-გინებით და ჩხუბით. ერთი რამ, რაც ყველამ ვისწავლეთ, არის ის, რომ სტაბილურობით, სიმშვიდით, ერთიანობითა და კონსოლიდაციით მიიღწევა შედეგი. ის, რომ მტრის ამხელა შემოსევაზე თბილისი დადგა როგორც ერთი, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, ეს დიალოგის, ხალხის ერთად დგომისა და კონსოლიდაციის შედეგია. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ დიალოგს, სტაბილურობას, განვავითარებთ დემოკრატიასა და ურთიერთობებს, შეტაკებები და არეულობები აღარ გვექნება. საქართველო მოიშორებს ოკუპანტებს და განვითარდება. თუ ჩვენ ერთმანეთს როგორც შარშან ისე დავერიეთ, რაც ჩემთვის მწარე დღეები და გაკვეთილი იყო, მაშინ მივიღებთ იმას, რომ პრაქტიკულად ჩვენ გვერდში არავინ აღარ დაგვიდგება. თუ ჩვენ ერთმანეთში ლაპარაკს ვეღარ შევძლებთ, გვერდშიც არავინ დაგვიდგება, ეკონომიკა ვეღარ განვითარდება და ყველას თითით დასაცინი გავხდებით ცუდი კუთხით. შარშანდელი 7 ნოემბერი იყო ძალიან მძიმე. მიხარია თქვენი ჯანმრთელად ნახვა." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)