Google+

რელიზები

27.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაკურიანში ახალი სასტუმრო კომპლექსის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ ინიცირებულ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი კომენტარი ბაკურიანში გააკეთა, სადაც ახალი სასტუმრო კომპლექსის გახსნას დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისთვის რთულდება პარალმენტის დათხოვნა. მისი თქმით, ეს მოდელი ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.

"პარლამენტისთვის ძალიან ადვილდება მთავრობის დათხოვნა და პრეზიდენტისთვის ძალიან ძნელდება პარლამენტის დათხოვნა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაძლევთ ამ ორგანოს ბევრად უფრო მეტად კონტროლის საშუალებას. ვავალდებულებთ ყველა სამინისტროს თანამშრომელს მუდმივად ანგარიშს აბარებდეს პარლამენტს და ქართველ ხალხს.

ჩვენი ამოცანაა ეტაპობრივად გადავიდეთ კლასიკურ, ევროპულ კონსტიტუციურ მოდელზე. ჩვენ ვიპოვით იმ მოდელს, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე სწორ გაგებას შეესაბამება, სადაც საქართველოს მთავარი ბატონ-პატრონი იქნება ქართველი ხალხი.

ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება ყოველდღე გვაკონტროლოს."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა "მზიანი ველის" დათვალიერების შემდეგ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქართველ ბიზნესმენს, რომლებსაც აგვისტოს მოვლენების დროს არ შეუჩერებიათ მუშაობა.

"ამ სასტუმროში ჩაიდო ექვსი მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობდა ამ სასტუმროს ასაშენებლად.

ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ასეულ ოჯახს ჰქონდა შემოსავალი.

ჩვენ გავაკეთეთ გზა ბაკურიანში და გავანათეთ მთელი ბაკურიანი.

მიუხედავად კრიზისისა ომის შემდეგ აქ არ გაგვიჩერებია არც ერთი სამუშაო. მინდა ყველა ბიზნესმენს ვუთხრა, რომ 2009 წელს გარკვეული სიძნელეები ტურიზმში იქნება, მაგრამ 2009 წლის ზამთარში უკვე ჩამოვა ბევრი უცხოელი ტურისტი."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)