Google+

რელიზები

27.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმწეო ოჯახი მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოხუც ცოლ-ქმარს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა იოსებ ცოტნიაშვილსა და მის მეუღლეს სახელმწიფო დახმარებების პროექტში ცვლილებებისა და შემწეობის თანხის გაორმაგებასა და პენსიის მომატების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. პრეზიდენტი მოხუცებს დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში მათი სოციალური პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგან ბიუჯეტში საამისოდ დიდი ოდენობის თანხაა გათვალისწინებული. მიხეილ სააკაშვილმა მოხუცების ოჯახის ხარჯებიც დაიანგარიშა.

"ორ ადამიანზე 236 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კარგად იცხოვროთ. თუმცა მე ისიც ვიცი, რომ თუკი ჩვენს ქვეყანას დამატებითი თანხა გაუჩნდება, უწინარესად, თქვენთვის გამოვყოფთ. თქვენ იმდენად დიდი დამსახურება გაქვთ ქვეყნის წინაშე, რომ უზრუნველად უნდა იცხოვროთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი მასპინძლებს ეკონომიკური კრიზისის თაობაზეც გაესაუბრა და აღუთქვა, რომ რთული მდგომარეობის მიუხედავად, პენსიების გაცემა არ შეფერხდება.

"მე ვიცი, რომ ეს პენსია ძალზე მცირეა, მაგრამ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთათვის ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კვებისა და მკურნალობის პრობლემა არც ერთ თქვენგანს არ შეექმნას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)