რელიზები
12.03.2009
მიხეილ სააკაშვილმა სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა აღმაშენებლის ხეივანში მშენებარე სავაჭრო კომპლექსი მოინახულა."აფთაუნ თბილისი" დიდ სავაჭრო ცენტრს მოიცავს. ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენიც შენდება, რომლებიც საცხოვრებლად და საოფისედ იქნება განკუთვნილი. მშენებლობას არაბული კოპმანია `რაკიინ დეველოპმენტი` ახორციელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ინვესტიციებს და სწორედ ამიტომ ქვეყანაში მსხვილი სამშენებლო პროექტები გრძელდება. კომპანიას მუშაობა არც ეკონომიკური კრიზისის პირობებში არ შეუწყვეტია. ამჟამად სამუშაოებზე ოთხასი ადამიანია დასაქმებული. აღმაშენებლის ხეივანში ბიზენს-კომპლექსთან ერთად საცხოვრებელი კომპლექსიც აშენდება. ამ მშენებლობაზე 1300-1400 ადამიანი დასაქმდება.
"მათ გააჩერეს ინვესტიციები მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში კი, ისინი აგრძელებენ იმის გამო,რომ საქართველოში არავინ არ ითხოვს ქრთამს. საქართველოში მთავრობა მხარს უჭერს მათ, საქართველოში არის სტაბილურობა. ამ მშენებლობის საფუძველზე შემოსავალს მიიღებს ასობით ჩვენი თანამემამულე" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური