რელიზები
16.03.2009
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრეზიდენტი სართიჭალაში გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას სართიჭალაში სოფლის-მეურნეობის მინისტრთან ბაკურ კვეზერელთან ერთად გაეცნო.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ძალიან ბევრი სასოფლო-სამეურნეო მიწაა დაუმუშავებელი და სოფლის მოსახლოება უნდა გააქტიურდეს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის ფონზეც კი, საქართველომ უნდა შესძლოს სოფლის მეურნეობის გადარჩენა.
"ეკონომიკური გაჭირვების პირობებში მეტი მიწის დამუშავება იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მოსახლეობას პროდუქტები უფრო გაუიაფდება, სოფლად მცხოვრებლებს კი, უმუშევრობის ნაკლები პრობლემა ექნებათ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა გლეხებს დაუმუშავებელი მიწების ათვისებაში დაეხმარება და მათ საწვავით, სასუქებითა და სათესლე მასალებით მოამარაგებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური