Google+

რელიზები

29.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში "ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხანა დაავალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაწმენდის სასარგებლო პროცესი მიმდინარეობს - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში გააკეთა. მისი თქმით, ის რაც თბილისის ცენტრში ხდება, კლასიკური დემოკრატიის მოდელი არ არის. ასეთი რამ პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოს მთავრობა და სახელისუფლებო სტრუქტურები სუსტია.

„მთავრობის რეაგირება არა უმოქმედობა და სისუსტეა, არამედ ეს არის სიძლიერის გამომხატველი პოზიცია იმისათვის, რომ ყველაზე პატარა ჯგუფსაც კი, მიეცეს საშუალება თავისი პოზიცია დააფიქსიროს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა ძალებთან აქვს საქმე. პოლიტიკური პროცესი ქვეყაში უნდა დაიწმინდოს. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესის გაწმენდისა და „ყველაფრის თავის ადგილზე დალაგების" ძალიან სასარგებლო პროცესი. ვისაც აქვს უნარი გადავიდეს ქართული პოლიტიკის შემდეგ ეტაპზე, იგი ამ პოზიციას გამოიყენებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)