Google+

რელიზები

12.05.2009
მიხეილ სააკაშვილმა ტყიბულში ნახშირის გამამდიდრებელი საწარმო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულში იმყოფებოდა, სადაც ნახშირის გამამდიდრებელი საწარმო გახსნა. პრეზიდენტმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ტყიბული მიტოვებული და განადგურებული იყო. მისი თქმით, როგორც ეშმაკები ეპატრონებიან მიტოვებულ ტაძარს, ისე ცდილობდნენ დაპატრონებოდნენ ამ ქალაქსაც საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მდგომარეობა აქ ნელ-ნელა გამოსწორდა, მაღაროები ხელახლა ამუშავდა, ინვესტიციები ჩაიდო, ახალი ტექნოლოგიები დაინერგა და ხალხი დასაქმდა.

"მე და ჩვენი ბიზნეს პარტნიორები ვიყავით როგორც რწყილი და ჭიანჭველა. ტყიბულებებს სჭირდებოდათ მაღაროების ხელახლა ამუშავება, რისთვისაც საქნახშირს მივმართეთ. მაღაროების ამუშავების სანაცვლოდ, მათ პროდუქციის გასაღება გვთხოვეს. საამისოდ, კასპისა და რუსთავის ცემენტის საწარმოებს მივადექით, რომლებსაც ასამუშავებლად ინვესტორი სჭირდებოდათ. ინვესტიცია გერმანელებთან მოლაპარაკების შემდეგ განხორციელდა. შემდეგ სხვა ქვეყნებიდან ვითხოვეთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ქარხნები ნახშირზე აემუშავებინათ. საბოლოოდ, ეს ქარხანა ამუშავდა, მაგრამ ტყიბულელებმა უფრო მეტი ხალხის დასაქმება ისურვეს და ამიტომ თურქებს ვთხოვეთ სათბურების ჩამოტანა. იმისათვის, რომ ტყიბულის ქვანახშირის მოხმარება გაორმაგებულიყო, ეს ქარხანა ჩამოვიტანეთ. საბოლოოდ, აქ 3-4 ათასი ადამიანი დასაქმდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი საწარმო "საქნახშირმა"და თურქულმა "ქუჩუკ-მაქინამ" დაამონტაჟეს. ტყიბულის ნახშირის თბოუნარიანობა 25 პროცენტით გაიზარდა და კონკურენტუნარიანი გახდა. საწარმო პროდუქტს "ჰაიდელბერგ ცემენტსა" და "საქართველოს რკინიგზას" მიაწვდის. იგეგმება თბოელექტრო სადგურის მშენებლობაც. ტყიბულის ნახშირი სომხეთის შემდეგ თურქეთშიც გავა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)