Google+

რელიზები

23.05.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კარალეთიდან გორში გაემგზავრა, სადაც რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. სოფლების რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, გზებისა და სკოლების მშენებლობა და სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელება მოსახლეობასთან საუბრის მთავარი თემები იყო. ადგილობრივები პრეზიდენტს არსებული პრობლემების თაობაზეც ესაუბრნენ. მიხეილ სააკაშვილი მათ დახმარებას და მხარდაჭერას დაჰპირდა.

"გზების დაგებისა და ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების მთავარი მიზანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ კარგი გზით ვიაროთ და მოსავალი მოვიყვანოთ, არამედ ის, რომ მოსახლეობა დავასაქმოთ. დაუსაქმებელი ადამიანები თანდათანობით კარგავენ კვალიფიკაციას, რაც მათ დასაქმებას კიდევ უფრო აფერხებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)