რელიზები
25.05.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო წვრთნებს დაესწრო
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო სწავლებას დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. საწავლებაზე თავდაცვის მინისტრი და დიპლომატიური კორპუსის წევრებიც იმყოფებოდნენ. ნატოს პროგრამა"პარტნიორობა მშვიდობისთვის"ფარგლებში მიმდინარე წვრთნა ოფიციალურად 3 ინვისს დაიხურება. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ასეთი სწავლერბები ძალზე მნიშვნელოვანია ნატო-ში გაწევრიანების, ევროატლანტიკური სწრაფვის თვალსაზრისით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მრავალეროვნული კონტიგენტი ამდენად კარგად მოქმედებს ერთობლივად.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური