Google+

რელიზები

18.06.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ ნაფარეულში ადგილობრივ გლეხებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ ნაფარეულში ადგილობრივ გლეხებს შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი რთველის სამზადისით და სოფელში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი გლეხებს მევენახეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და მათგან არსებული პრობლემებიც მოისმინა.

მისი თქმით, გლეხების დასახმარებლად ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია და ამ საკითხზე პარლამენტი უკვე მუშაობს. "აქ არის ძალიან განათლებული ხალხი, ჩვენი ხალხი გონიერია, იცის რაც ხდება მსოფლიოში, მაგრამ მათ სჭიდებათ სპეციალისტის რჩევა, არ შეიძლება ადამიანმა იცოდეს ვენახის კარგად დამუშავება და მეორე მხრივ, ერკვეოდეს მსოფლიო მარკეტინგში. ამაში სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს.

ჩვენ რეალურად, მომავალ წელს გზა მოგვცემს მინიმუმ დამატებით 30 %-ის ეფექტს. იმის გათვალისიწნებით, რომ ბაზრებზეც გავდივართ, ჩვენ უკვე მომავალ წელს შეგვეძლება, საქართველოს შიგნით გავყიდოთ ბევრად მეტი ყურძენი და მეორე, ჩვენ შევძლებთ, რომ მსოფლიოს ბაზრაზე გავიდეთ იმდენი რაოდენობის ღვინით, რამდენითაც გავდიოდით რუსეთის ემბარგომდე,ოღონდ ბევრად უკეთესი ხარისიხით. ეს მოხერხდება თუ ყველანი ჩავერთვებით მსოფლიო კონკურენციაში" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, სახელმწიფო უკვე ზაფხულში ბანკების სტიმულირების პროგრამას დაიწყებს, რაც საბანკო სექტორს კრედიტების შეუზღუდავად გაცემის საშუალებას მისცემს.

" ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულში დაიწყება კრედიტირება. დღეს საქართველოში ბანკებს ფული აქვთ, რესურსები არსებობს, მაგრამ იმის გამო, რომ ტელევიზორში ისმენდნენ ინფორმაცია გადაკეტვის, აფეთქების შესახებ, ამის გამო, ასევე 9 აპრილის წინ, 150 მილიონი გავიდა საქართველოს ბანკებიდან, რადგან შეეშინდათ, ეხლა ეს ფული დაბრუნდა და მე ველოდები, რომ სექტემბრიდან დაიწყება კრედიტების გაცემა. კრედიტის გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გლეხების მხრიდან პრეზიდენტთან შეხვედრაზე პრობლემად შესაბამისი ტექნიკის უქონლობა და შხამ-ქიმიკატების მაღალი ფასი დასახელდა.

მიხეილ სააკაშვილმა პრობლემების მოგვარება სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს დაავალა. იგი გლეხებს სოფლის გაზიფიცირებასაც დაჰპირდა.

რთველის წარმატებით ჩატარებისთვის და მეღვინეობის დახმარებისთვის 24.7 მლნ ლარის გამოყოფას, 2009 წლის სახელმწიუფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

ნაფარეულის მოსახლეობამ საქართველოს პრეზიდენტისგან ბევრი პირობა მიიღო -გაზი, ტრაქტორი და შხამქიმიკატები ვენახისთვის. ადგილობრივებმა პრეზედენტს სოფელში შადრევანის გახსნაც კი სთხოვეს. პრეზიდენტთან რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ ადგილობრივებმა სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარების სიტყვა პრეზიდენტისაგან მიიღეს, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი - ბევრი დავალება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)