Google+

რელიზები

24.06.2009
საქართველოს პრეზიდენტი კახა თარგამაძესთან ოპოზიციის ლიდერების ბერლინში შეხვედრის ფაქტს ერევნიდან გამოეხმაურა

ოპოზიციის ორი ლიდერის კახა თარგამაძესთან ბერლინში შეხვედრის ფაქტზე კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა სომხეთში ვიზიტისას გააკეთა.

ქვეყნის პირველმა პირმა ოპონენტებს მოუწოდა, გაემიჯნონ ისეთ ადამიანებს, რომლებიც კორუფციასა და უკანონობასთან ასოცირდებიან. საქართველოს პრეზიდენტისთვის ქვეყნის ექს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე უახლესი ისტორიის ყველაზე უარყოფითი ფიგურაა.

მისი თქმით, სიძულვილმა ისე არ უნდა დააბრმავოს ადამიანი, რომ ყველაზე მთავარ ფასეულობებზე ხელი აიღოს. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენას ურჩევს.

პრეზიდენტმა გარე საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში გარე ძალების ჩარევის საფრთხე ნამდვილად არსებობს. " დღეს დგას საკითხი ქვეყნის სახელმწფოებრიობის შენარჩუნებასა და მტრის გეგმის განხორციელებას შორის, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის უკანონო გადაგდებასა და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას... რუსებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათი უმთავრესი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა. ამისთვის გამოიყენება ის ხალხი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ქვეყნის სპეცსამსახურებთან პირდაპირ კავშირშია. ამ სიტუაციაში ყველა პოლიტიკურ ძალას მართებს, ერთმანეთს და ქვეყანას დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარტიათა დაფინანსებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თემაზე ის პოლიტიკურ ძალებს სულ მალე ახალ წინადადებებს შესთავაზებს. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 25 მაისს უმრავლეობის სხდომა გაიმართება და საუბარი სწორედ პარტიათა დაფინანსების შესახებ წარიმართება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა პარტიას მიეცემა იმის საშუალება, რომ პოლიტიკური ძალების დემონსტრირება მოახდინონ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)