Google+

რელიზები

25.06.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხეთში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი სომხეთში დასრულდა. მიხეილ სააკაშვილმა პირისპირ მოლაპარაკება გამართა სომეხ კოლეგასთან. შეხვედრაზე სერჟ სარქისიანთან ლარსის საბაჟო პუნქტის გასხნისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული მხარე მზად არის გხსნას ზემო ლარსის საკონტროლო-საბაჟო პუნქტი, თუ რუსეთიდანაც დაინახავს შესაბამის სურვილს. მოგვიანებით ამ თემებზე გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა. სერჟ სარქისიანმა მიხეილ სააკაშვილს ღირსების მედალი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანსაც შეხვდა. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გარდა, კონკრეტული ეკონომიკური პროექტები განიხილეს. გადაწყვეტილია ქსანი-რაზდანის 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის დასრულება, რომლის საშუალებით ელექტროენერგიის ექსპორტი არა მარტო სომხეთში, არამედ ირანის მიმართულებითაც განხორციელდება. განისაზღვრა ასევე სომხეთიდან ბათუმადე შეჩერებული გზის მშენებლობის აღდგენის გეგმები.

უკვე არსებობს კონკრეტული პროექტები კულტურის განათლებისა და სპორტის სფეროებში. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორატისა და აკადემიის საბჭოს მოწვევით 25-წუთიანი სიტყვით გამოვიდა. "ქართული მხარე მზად არის, ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გასახსნელად მოლაპარაკებები დაიწყოს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერევანში, სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსული აგრესიის გამო ქართულ-სომხური ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალზე და ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი სწორედ ამ კონტექსტში ახსენა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსული სამხედრო მანქანა ბომბავდა იმ გზებსა და ხიდებს, რომლებსაც საომარ მოქმედებებთან საერთო არაფერი ჰქონდა.

"პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთი ლარსს მხოლოდ ქართველებისთვის კეტავდა და მათ კი, გატარებას პირდებოდნენ. მაშინ ჩვენ ტრაილერები ნახევარი საათით გავაჩერეთ, რათა სომხური ტვირთებისთვის ხელი არ შეგვეშალა. ორი დღის შემდეგ ქოჩარაინმა ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ლარსი კვლავ არ იყო გახსნილი. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. როცა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მოქმედებდა სომხეთის წინააღმდეგაც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის უნივერსიტეტის აკადემიის ტიტული გადასცეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)