Google+

რელიზები

13.07.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკშვილი ანკარაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ანკარაში იმყოფება. "ნაბუკოს" სამიტზე ქართულ დელეგაციას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ანკარაში 30-მდე ქვეყანის წარმომადგენელია ჩასული.

თურქეთში "ნაბუკოს" პროექტთან დაკავშირებით სამთავრობოთაშორისო შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა თურქეთმა და ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ - უნგრეთმა, ავსტრიამ, ბულგარეთმა და რუმინეთმა.

ნაბუკოს სამიტი ერდოღანმა გახსნა, შემდეგ კი, სიტყვით მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.

"ასეთი მაშტაბის პროექტი ამ რეგიონში ჯერ არ ყოფილა. ეს არის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი და წინ გადადგმული ნაბიჯი.

ახლა მიდის ბრძოლა კასპიური ბუნებრივი გაზისთვის, ეს არის ბრძოლა ყაზახეთსა და თუქმენეთში არსებულ ძალიან დიდი მარაგებისთვის.

დღევანდელი ჩვენი აქ ყოფნა ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ არა მხოლოდ სიტყვებში, ჩვენ ბევრი დეკლარაცია მივიღეთ."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლაში ასევე იმ რუსულ აგრესიას შეეხო, რომელმაც დააჩქარა "ნაბუკოს" პროექტი. "შარშანდელი ომი და აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ასევე გაზის გათიშვა ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნისთვის იყო ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენები. იყო კლასიკური დომინაციის, აგრესიული გათიშვის პოლიტიკის გამოხატულება. გაზი 21-ე საუკუნის ინსტრუმენტად იქცა.

შარშან ათეულობით ბალისტიკური რაკეტა ესროლეს საქართველოს ნავთობის და გაზის გადამანაწილებელ ქსელს. გაზის გათიშვამ ევროპაში გამოიწვია

ღრმა პოლიტიკური პროცესები. შარშან ამ პროექტის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ არამხოლოდ ვერ მიაღწია თავის პოლიტიკურ ამოცანას, არამედ სრულიად საწინააღმდეგო შედეგები გამოიღო.

ამ აგრესიის მიზანი იყო დაეშინებია და ჩაეხშო ჩვენს გარშემო მყოფი ქვეყნების ლტლოლვა დამოუკიდებლობისკენ."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)