Google+

რელიზები

15.07.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ნაქერალას უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა ნაქერალას უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდები მოინახულა.

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის სამედიცინო ცენტრში 9 მოზარდი ინახულა, რომლებიც ორი დღის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.

საქართველსო პრეზიდენტი ახალგაზრდებს კარგად სწავლის შემთხვევაში დასაქმებას დაჰპირდა, ერთ-ერთ მოზარდს შოთა ჭოლოკავას კი ბინა აჩუქა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ერთი კვირის წინ ჭოლოკავამ წერილით მიმართა და დახმარება სთხოვა. შოთა ჭოლოკავა პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ უსახლკაროა და მე-9 საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში მარტო ცხოვრობს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოზარდს სახელმწიფოსგან ბინა გადაეცემა. ჭოლოკავა ასევე სახელმწიფოს დახმარებით დაეუფლება პროფესიას, რის შემდეგაც მას დასაქმებაშიც დაეხმარებიან. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი კი შოთა ჭოლოკავას საჩუქრად კომპიუტერს გადასცემს, რომელზეც, წერილის თანახმად, მოზარდი დიდი ხანია ოცნებობს. პრეზიდენტის თქმით, შოთა ჭოლოკავა სკოლაში კარგად სწავლობს და სწორედ ამიტომ მიეცა "პატრიოტთა ბანაკში" არდადეგების გატარების საშუალება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)