Google+

რელიზები

04.10.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთარ ჭილაძის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

სამების საკათედრო ტაძარში ოთარ ჭილაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ოთარ ჭილაძის ხსოვნას პატივი მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიაგეს.

"მიმაჩნია, რომ ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება ოთარ ჭილაძის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვასთან დაკავშირებით. იგი არის ქართული მწერლობის დიდი მოღვაწე, მისი წიგნები ახალგაზრდებმაც უნდა იკითხონ, უნდა მოხდეს მისი პროზისა და პოეზიის პოპულარიზება. ოთარ ჭილაძე იყო ძალიან მოკრძალებული ადამიანი, პრაქტიკულად არ აკეთებდა კომენტარებს საზოგადოებრივ საკითებზე,

მაგრამ როდესაც საქართველოს თავს დაესხა მტერი, მან მისცა რამდენიმე ძალიან საინტერესო ინტერვიუ უცხოურ პრესას, სადაც ის საუბრობდა რუსული სახელმწიფოსთვის საქართველოს დამოუკიდებლობის გენეტიკურ მიუღებლობაზე, იშვიათად მინახავს პოლიტიკური მოვლენების ასეთი ღრმა ანალიზი".-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)