Google+

რელიზები

17.10.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს ესტუმრა. პრეზიდენტმა კახეთის ვენახებში ყურძენი გლეხებთან ერთად დაკრიფა, რთველის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ ინფორმაცია ხოდაშენის მოსახლეობისგან და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან ბაკურ კვეზერელისგან პირადად მოისმინა.

მიხეილ სააკაშვილი ესიტაშვილების ოჯახს ესტუმრა.

პრეზიდენტი სოფელ ქვემო ხოდაშენში რთველსა და ჩურჩხელების ამოვლების ტრადიციულ რიტუალსაც დაესწრო. მისი თქმით, "შარშან და შარშანწინ ყველაზე დიდი პრობლემა რიგები იყო. წელს გლეხმა დანაკარგი არ განიცადა იმიტომ, რომ ყურძენი ჩაბარებულია. შარშან რთველზე მეტი ფული დაგვეხარჯა, მაგრამ რთველი მაინც წარუმატებელი იყო, რადგანაც არ იყო კარგი ორგანიზება, წელს კი ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. მომავალ წელს გომბორიდან იქნება ჩვეულებრივი კარგი ტრასა, რაც გზას ორჯერ შეამცირებს" -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი წინანდლის რეზიდენციაში რეგიონის გამგებლებს შეხვდა და რთველის შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ დახმარებისთვის აზერბაიჯანს მიმართა და მომავალი წლისთვის შხამ -ქიმიკატებს სწორედ აზერბაიჯანისაგან მივიღებთ. მისი თქმით, სასურველია, რომ ქართული ყურძენი გავიდეს ამერიკის ბაზარზე, ასევე ქართული ყურძნის რეკლამირებაში მონაწეილეობა უნდა მიიღოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. "მთავარი რასაც უდა მივაღწიოთ არის ის, რომ ყოველ წელს რთველს უნდა ველოდეთ არა შიშით, არამედ როგორც ზეიმს, ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ ვისწავლეთ რთველის უკეთესად ჩატერება, ასევე ღვინის უკეთესად გაკეთება. ჩვენი ღვინო წარმოუდგენლად უკეთესია, ვიდრე იყო ემბარგომდე. ახლა უნდა ვისწავლოთ ღვინის გაყიდვა. მეღვინეების შეცდომა იყო ის, რომ მათ ეგონათ,რომ რუსული ბაზარი უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე ამერიკის. ჩვენი მთავარი მეგობრები დღეს არიან ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, კალიფორნიასა და ჰიუნსტონში მცხოვრები ამერიკელები, სწორედ აქ უნდა ვისწავლოთ ღვინის გასაღება. ვინც ეს სცადა, გამოუვიდა." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)