Google+

რელიზები

22.10.2009
მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღდგენილი გელათის აკადემიის შენობა გახსნეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში აღდგენილი გელათის აკადემიის შენობა გახსნეს. გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის შედეგად აკადემიის შენობამ შეიძინა ყველა თანამედროვე პირობა, მაღალი სტანდარტების შეხვედრებისა და სამეცნიერო მნიშვნელობის ტრეინინგ-სემინარების ორგანიზებისათვის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელსაც გაგრძელდება. გათვალისწინებულია მთავარი კარიბჭის გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები, აგრეთვე, დავითის საფლავის კარიბჭისა და სამრეკლოს შეკეთება.

"ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში აღდგა 400-მდე ძველი ეკლესია. ვიცი,რომ ბაგრატის ტაძარზე დიდი დავა არის. ჩვენ უცხოეთიდან საუკეთესო სპეციალისტებს ჩამოვიყვანთ იმისთვის,რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ. თუკი ვინმეს მიზანია, რომ ბაგრატის ტაძარი საერთოდ არ აღდგეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი თვითმიზანი არ შესრულდეს. ბაგრატის ტაძარი 2 წელიწადში უმაღლესი პროფესიული სტანდარტებით აღდგება."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)