Google+

რელიზები

19.11.2009
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. კიევში მიხეილ სააკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც სხვა მარალჩინოსნებთან ერთად კიევის მერი დაესწრო. ამის შემდეგ კი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა.

იუშჩენკოსთან შეხვედრაზე სააკაშვილი კოლეგას უკრაინულად გაესაუბრა, რაც განსაკუთრებულად სასიამოვნო აღმოჩნდა უკრაინელი პრეზიდენტისათვის. შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დოკუმენტზე ხელის მოწერა, იუსტიციის სამინიტროებს შორის აქტიური თანამშრომლობის შესახებ.

შემდეგ კი პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამეს. მიხეილ სააკაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა 2008 წლის აგვისტოში გამოჩენილი თანადგომისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში რუსული აგრესიის შემდეგ არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო თანადგომაზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა. მისი განცხადებით ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველი არის ინტეგრაცია ევროპის ქვეყნებში.

უსაფრთხოების პროექტი კი არის გზა, რომლითაც უკრაინა და საქართველო აკეთებენ პოლიტიკის ადაპტაციას და ნატოსკენ მიდიან.

მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უკრაინა ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტში ჩაერთვება და ინვესტიციებს განახორციელებს. "ჩვენ ყოველდღიურად ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ისე სუამ-ის სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. დღევანდელი შეხვედრა მორიგი შესაძლებლობაა ჩვენი მეგობრული ურთიერთობების გასამყარებლად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიქტორ იუშჩენკოს თქმით, საქართველოსა და უკრაინის ინტერესები ყველა მთავარ საკითხზე ერთმანეთს ემთხვევა. "ჩვენ საქართველოსთან დიდ ტრადიციებზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენი ინტერესები ყველა მთავარ საკითხზე ერთმანეთს ემთხვევა, რაც საუკეთესო წინაპირობაა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაგრძელებისთვის", - აღნიშნა იუშჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ვირუსული გრიპის ეპიდემიის დროს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)