23.11.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ავტობანის ახალი მონაკვეთი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 25 კილომეტრიანი მონაკვეთი და იგოეთისა და ლეხურას ხიდები გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი გზა და ავტობანის ხარისხი ფორმულა 3-ის მანქანით პირადად შეამოწამა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად უამინდობისა, მშენებლობები ყველა სეზონზე უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული გზა კი, აუცილებლად ჩაგვიყვანს სოხუმამდე. მიხეილ სააკაშვილის თქმით,
გეგმის მიხედვით, გზის მშენებლობა დასახულ ვადებში გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 25 კილომეტრიანი მონაკვეთი და იგოეთისა და ლეხურას ხიდები გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი გზა და ავტობანის ხარისხი ფორმულა 3-ის მანქანით პირადად შეამოწამა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად უამინდობისა, მშენებლობები ყველა სეზონზე უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული გზა კი, აუცილებლად ჩაგვიყვანს სოხუმამდე. მიხეილ სააკაშვილის თქმით,
გეგმის მიხედვით, გზის მშენებლობა დასახულ ვადებში გაგრძელდება.
"მე გიორგობის წირვიდან მოვდივარ. პატრიარქმა მაჩუქა ჯვარი, რომელიც აფხაზური ჯვრის ასლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს თბილისი-სოხუმის მაგისტრალია.
აუცილებლად ჩავალთ სოხუმამდე და ოკუპანტი აუცილებლად მოშორდება საქართველოს. ყველაზე დიდმა დამპყრობელმაც კი ვერ შეაჩერა ჩვენი წინსვლა."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გზისა და ხიდების გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გორში ჩავიდა და პოლიციის ახალი შენობის გახსნას დაესწრო. პოლიციის შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით. შენობაში განთავსებულია კეთილმოწყობილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური