Google+

რელიზები

20.12.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალი შენობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფებოდა, სადაც ახალი, 40-სართულიანი შენობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი შენობის არქიტექტორებსაც შეხვდა. მისი თქმით, ეს ყველაზე თანამედროვე ნაგებობა იქნება მთელ შავიზღვისპირეთში.

"საქართველოს არქიტექტურას ქართული სახე უნდა ჰქონდეს. ჩვენ გვაქვს რაღაც ჩვენი, რაც შეგვიძლია უცხოელებს ვაჩვენოთ. სცანეთში საუკუნოვანი 8-9 სართულიანი კოშკები გვაქვს, რომლებიც დღემდეა შენარჩუნებული. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ კოშკების ტრანსფორმაცია თანამედროვე არქიტექტურაში და მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და სხვაგან მსგავსი რამ უკვე არის, ეს შენობა ამ ტრანსფორმაციის პირველი წარმატებული მაგალითი იქნება. ახალ არქიტექტურაში ეროვნული სულისკვეთება უნდა იგრძნობოდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას.

ახალ შენობას სვანური კოშკის ფორმა ექნება და სასტუმროსთან ერთად, როგორც საცხოვრებელი ბინები, ისე სავაჭრო ცენტრები, საკონფერენციო დარბაზები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები განთავსდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)