Google+

რელიზები

11.01.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ითვალისწინებს საზოგადოების დიდ ინტერესს არჩევნებისადმი და საჭიროდ მიიჩნევს უფრო კონკრეტულად გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებისა და მედიის მხრიდან დაისვა. პრეზიდენტი, უპირველესად, მიესალმება არჩევითობის პრინციპს, იმას, რომ პროცესში ჩართულია არასამთვრობო ორგანიზაცები და პროცესები დემოკრატიული მოთხოვნების მიხედვით მიმდინარეობს.

პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტმა მიმართა საკანომდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ. სესია ხვალ 12 იანვარს გაიმართება. ხვალვე პრეზიდენეტი საკანონმდებლო ინიციატივით შევა პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვილილებების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურების ვადების ცვლილებების თაობაზე, რათა ცესკოში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციებისათვის დამატებით სამი დღე მიეცეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში წრამოდგენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციები 14 იანვრის ჩათვლით უნდა გამართონ და საბოლოო გადაწყვტილების მისაღებად, ცესკოს სხდომა უნდა გაიმართოს არა უგვიანეს 14 იანვრისა. თუ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ თავმჯდომარის არჩევას, პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს, რისთვისაც, კანონის შესაბამისად, 7 დღის ვადაში ისევ დაინიშნება დამატებითი რიგგარეშე სხდომა. საბოლოოდ, კანონის დაცვით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ბოლო ვადა 21 იანვარია -ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი კანდიდატი ცესკოში ვერ ვერ შეძლებს 4 ხმის მოპოვებას.

"აქვე უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილმა კანდიდატებმა, უწინარესად, უნდა დააკმაყოფილონ კანონის მოთხოვნები, გათვლისწინებული იქნება მათი საარჩევნო გამოცდილებაც. პრეზიდენტი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ შესრულდეს ხალხის დაკვეთა - კანდიდატი საზოგადობის ნდობით უნდა სარგებლობდეს. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, პრეზიდენტი ხვალ დილამდე შეარჩევს და საარჩევნო ადმინისტრაციას წარუდგენს 3 კანდიდატს. რაც შეეხება ცესკოს წევრობის სამ ვაკანტურ ადგილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას განაცხადით 41-მა პირმა მიმართა. საკონსკურსო კომისიამ 41 კანდიდატიდან, ყველა პროცდურისა და კანონის მოთხოვნის მიხედვით, შეარჩია 6 კანდიდატი - ორ-ორი კანდიდატი თითო ვაკანტურ ადგილზე. პრეზიდენტი კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და ასევე ხვალ გააცნობს პარლამენტს მათ ვინაობას", - აღნიშნა პრესსპიკერმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)