რელიზები
08.02.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთაში რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთაში უძველესი ქალაქის -მცხეთის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მცხეთაში კომერციული ობიექტები და ტურისტული ზონები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. "ყოველთვის როცა სტუმრად მყავდა უცხოელები, ფეხს ვითრევდი მცხეთაში ჩამოსვლისგან, გარშემო იყო სულ ბარაკები, ამიტომ სიღნაღში უფრო მსიამოვნებდა მათი ჩაყვანა. რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს გაუჩნდება გასასვლელი ადგილი სტუმრებისათვის. თბილისელები სიამოვნებით დაისვენებენ აქ შაბათ-კვირას. დიღმის შესასვლელში, გზად მცხეთისაკენ შენდება სავაჭრო ცენტრი, სადაც გაცილებით მეტი მაღაზია იქნება, ვიდრე თბილისში ერთად აღებული. მცხეთაში შარდენსა და ბონმარტს გავაერთიანებთ"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური