Google+

რელიზები

25.03.2005
საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო 2005 წლის 24 მარტს კიევში შეხვედრისას ადასტურებენ რა, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, გამოხატავენ რა, ღრმა პატივისცემას საქართველოსა და უკრაინის ხალხების დამოუკიდებლობისთვის ყველა მებრძოლისადმი, რომელთა საქმეც უკვდავყოფილია დამოუკილებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის მოპოვებაში.

დარწმუნებულნი არიან რა, რომ ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა ორივე ქვეყავნაში წარმოაჩინა ქართველთა და უკრაინელთა უპირობო მისწრაფება თავისუფლების, დემოკრატიის, პატიოსანი და სამართლიანი ხელისუფლებისადმი და დასახა ხარისხობრივად ახალი პერსპექტივები ორმხრივი თანამშრობლობის გაღრმავებისათვის.

გამომდინარე ორმხრივი ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა საკითხისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულების მსგავსი პოზიციებიდან,

ადასტურებენ რა, კარპატების დეკლარაციის დებულებებს, სადაც დაფიქსირებულია მხარეთა მსგავსი შეხედულებები სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებაზე,

გამოაცხადეს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობების განვითარების დეკლარაცია.

ეს ურთიერთობები მიმართულია მომავლისაკენ და დაფუძებულია ორივე ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური სავრცისადმი საერთო კუთვნილებაზე, მათ მისწრაფებაზე, დაამკვიდრონ ამ სივრცის დემოკრატიული ღირებულებანი სახელმწიფო საქმიანობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ამ კონტექსტში ძირითად ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირისა და ნატოში უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაცია, რაშიც მხარეები აღმოუჩენენ ერთმანეთს სრულ და ყოველმხრივ მხარდაჭერას.

მხარეები თვლიან, რომ ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა მოითხოვს კოორდინირებულ პოლიტიკას შემდეგ სფეროებში:

- საერთო სამეზობლო რეგიონში "გაყინული კონფლიქტების" უსწრაფესი დერეგულირება სეპარატიზმის დაგმობის საფუძველზე, კონფლიქტური ტერიტორიების მოსახლეობის ფუძემდებლური უფლებებისა და თავისუფლების ერთდროული და განუხრელი დაცვით, საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმებისა და სტრატეგიების საფუძველზე.

- შავი ზღვის რეგიონის დემილიტარიზაცია და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების დებულებებისა და ეუთო-ს ფარგლებში მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების შესრულების საფუძველზე.

- ორივე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება, მიმწოდებლიდან მომხმარებლამდე ენერგომატარებლების საიმედო მიწოდების უზრუნველსაყოფად და საქართველოსათვის და უკრაინისათვის ამგვარი მიწოდების დივერსიფიკაცია, როგორც ორივე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკვანძო ელემენტი.

- სუუამ-ის ორგანიზაციის, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოთა კავშირის პრიორიტეტული განვითარება, რომლებიც ისწრაფვიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ.

- ბალტია-შავიზღვისპირეთის სტაბილურობის ღერძისა და თანამშრომლობის აღდგენა, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების, ისე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მონაწილეობით.

- ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურება და ევროპულ ცივილიზებულ სივრცეში ქვეყნების კულტურული "ექსპანსიის" ხელშეწყობა.

მხარეები აცხადებენ, რომ ამ დეკლარაციის არსი და ცალკეული დებულებები არ არის მიმართული მესამე მხარეების წინააღმდეგ და რომ მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს უკრაინისა და საქართველოს ხალხების ნების ანარეკლს ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათთან დასაახლოვებლად, საერთო ფასეულობების დამკვიდრებისა და საერთო მიზნების მიღწევისათვის.

შესრულებულია ქ.კიევში, 2005 წლის 25 მარტს, ორ ეგზემპლარად ქართულ და უკრაინულ ენებზე, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

საქართველოს მხრიდან - მ.სააკაშვილი

უკრაინის მხრიდან - ვ.იუშჩენკო


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)