Google+

რელიზები

09.02.2013 საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს დიალოგი შესთავაზა  ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოჰაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და როგორც ეს სურს ჩვენს ხალხს.
05.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში იღებს მონაწილეობას
02.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი ჯინჭარაძეების ოჯახს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი ლევან ვარშალომიძესთან, ქობულეთის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთად ერთად სოფელ კვირიკეში ჯინჭარაძეების ცხრასულიან ოჯახს ესტუმრა.
02.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში არსებული ჯავახეთის დიასპორის განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მოქმედი ჯავახეთის დიასპორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც ისინი სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედებას მოითხოვენ.
02.02.2013 „ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას უქმნის საკუთარ თავსა და საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში განაცხადა. ქვეყნის პირველი პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა
01.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.
01.02.2013 მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში არჩევნების შემდგომ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მიხეილ სააკაშვილი ბათუმის გარეუბან ბენზესაც ესტუმრა, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ბარაკებში ცხოვრობს. სწორედ ამ კატეგორიის მაცხოვრებლებისთვის ლევან ვარშალომიძის ინივიატივით ხორციელდებოდა პროგრამა „ ბათუმი ბარაკების გარეშე“, რომლის ფარგლებში დაიწყო ახალი სოციალური სახლების მშენებლობა.
01.02.2013 „დღეს, როდესაც კიდევ ერთი დიდი საფრთხე ექმნება საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასეთი ადამიანებისათვის, ასეთი თავისუფალი მანევრის მიცემა-პრეზიდენტს დაემუქროს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს, ნამდვილად არ გამოვა." „დღეს, როდესაც კიდევ ერთი დიდი საფრთხე ექმნება საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასეთი ადამიანებისათვის...
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)