Google+

რელიზები

22.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

გვიან ღამით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ზუგდიდში ჩავიდა, სადაც მან აფხაზეთის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და საპარლამენტო არჩევნების შესახებ კომენტარი გააკეთა. ამ თემებზე მიხეილ სააკაშვილმა იმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად უცხოეთიდან არიან ჩამოსული. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ბოლო ოთხი მოწვევის პარლამენტის ფონზე, ახალი საკანონმდებლო ორგანო ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული იქნება.

"არჩევნები ჩვეულებრივ, შეიძლება ითქვას, იმაზე მშვიდ გარემოში ჩატარდა, ვიდრე ამას მოელოდნენ. ხმის მიცემის პროცესი თავისუფალი და გამჭვირვალე იყო. იმედი მაქვს, ამას საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაადასტურებენ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ მმართველი პარტია იმარჯვებს, რადგან რადიკალური და მტკივნეული რეფორმების მიუხედავად, ხალხმა მას ნდობა მაინც გამოუცხადა. ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ რეფორმების პროცესს. რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას, სულ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთში ხალხს საზღვრის გადაკვეთისა და არჩევნებზე წასვლისათვის ესროდნენ. ეს ყველაზე ამორალურია, რაც შეიძლება მომხდარიყო - ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ქალბატონი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 შვილის დედაა. მას არ აძლევენ უფლებას ბავშვებს სკოლაში მშობლიური ენა ასწავლოს და ლამის, მოკლეს არჩევნებზე წასვლისთვის. ჩვენ ვხსნით თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, აღვადგენთ რკინიგზას, რათა ხალხს ინტეგრირებისა და გადაადგილების საშუალება ჰქონდეს. მხოლოდ ეს არის ძალადობის ალტერნატივა. ვფიქრობთ, ჩვენ ამ პოზიციას მხარს საერთაშორისო საზოგადოებრიობაც უჭერს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)