Google+

რელიზები

30.08.2009
მიხეილ სააკაშვილი განმუხურის მოსახლეობასა და დამსვენებლებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი განმუხურის მოსახლეობასა და დამსვენებლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათავლიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მისი თქმით, განმუხურში ყველაზე ნიჭიერი და გამბედავი ადამიანიები ცხოვრობენ. "მინდა გვესმოდეს, რომ ასეთი ქვიშა არ არის არსად საქართველოში, ეს არის ყველაზე მშრალი ადგილი საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართული კურორტი. აქ ივლისში დავიწყეთ ახალი კურორტის მშენებლობა, შემდეგ 8 აგვისტოს შემოვიდნენ რუსის ტანკები და ყველაფერი გადაწვეს. თბილისში წელს იყო დიდი კამათი რომ აქ ხალხისთვის მიგვეცა ნებართვა ხელახლა აეშენებინათ კურორტი. ბათუმი ძალიან მიყვარს, მაგრამ აქ რომ არის 16 ბუნგალო, ბათუმში ერთი არ არის ამ დონის. გადავწყვიტე, რომ აქ აღმშენებლობა უნდა გაგარძელდეს, ვინაიდან განუმხური არის უნიკალური საკურორტო ადგილი. აქ ორჯერ ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე - აჭარასა და აფხაზეთში. ჩვენ არავის გულისთვის არ უნდა ვთქვათ უარი ამ კურორტზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დამსვენებლებთან ერთად მივიდა ე.წ. გამყოფ კედელთან, რომელიც რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა ააშენეს და განაცხადა, რომ ამ კედლის იქით "რუსული წყვდიადია".

"ყველა ხედავთ, რომ კედლის აქეთ არის სინათლე, არიან ქართველები, რომლებიც თავად წყვეტენ, როგორ იცხოვრონ. კედლის იქით კი წყვდიადია, სადაც რუსები ბატონობენ. ვისაც ეს წყვდიადი მოსწონს, კარგად გადაიხედოს და ნახოს, იქით რა ხდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)