Google+

რელიზები

23.09.2009
მიხეილ სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. დიალოგი 40 წუთს გაგრძელდა. ეს მიხეილ სააკაშვილის, ანდერს ფოგ რასმუსენთან პირველი შეხვედრა იყო ამ რანგში. ნატოს გენერალურმა მდივანმა პირისპირ საუბრის დროს განაცხადა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან.

"ყველა ის პროგრამა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, არის ნაბიჯი მიზნის მისაღწევად,"- განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"საქართველოს პრეზიდენტთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა. ვისაუბრეთ საქართველოს და ნატოს შორის ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე. ჩვენ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვთანამშრომლობთ და ვიმედოვნებ, რომ ჩემი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ჩვენს ურთიერთობაში კიდევ უფრო დიდ პროგრესს დავინახავ,"- განაცხადა რასმუსენმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)