Google+

რელიზები

25.09.2009
საქართველოს პრეზიდენტის, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილის, გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 64-ე ყოველწლიურ სესიაზე

ბატონო პრეზიდენტო, თქვენო უდიდებულესობავ, ღრმად პატივცემულო დელეგატებო!

მსურს მადლობა მოგახსენოთ შესაძლებლობისათვის მოგმართოთ გაერთიანებული ერების 64-ე ყოველწლიურ სესიაზე, სადისკუსიო ფორმატში.

ყოველწლიურად ვიკრიბებით აქ, რომ დავუპირისპიროთ ერთმანეთს საერთო გამოწვევები და გამოვხატოთ იმ სამყაროს ჩვენებური ხედვა, რომელიც ჩვენ ყველას გვეკუთვნის - სამყაროსი, რომლის მიმართ ჩვენ ყველას საერთო პასუხისმგებლობა გვაკისრია.

და ყოველწლიურად ჩვენ პირობას ვდებთ, ვაკეთოთ მეტი - ვაკეთოთ უკეთ - დავიცვათ გაერთიანებული ერების ქარტიაში ჩადებული პრინციპები და ვიმოქმედოთ მათ შესაბამისად.

წელს ჩვენ ვიკრიბებით ამ პრინციპების ერთ-ერთ ყველაზე ტრიუმფალურ, მეოცე წლისთავზე.

ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპა - და მთელი დანარჩენი მსოფლიო განთავისუფლდა თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიზოდისგან.

ბერლინის კედლის დანგრევამ ბოლო მოუღო იმ ხელოვნური ხაზის არსებობას, რაც ერთმანეთისგან აცალკევებდა ერებს, ყოფდა ოჯახებს, ახშობდა თავისუფლებას და აპატიმრებდა მილიონებს.

აღსანიშნავია, რომ ის შიშის აღმძვრელი კედელი დაიმსხვრა ყოველგვარი გასროლის გარეშე.

ის დაემორჩილა იმ მილიონების ნებას, რომელნიც იღწვოდნენ თავისუფლებისათვის, და ასევე დაემორჩილა გაერთიანებული დასავლეთის განზრახვას.

ოცი წლის წინ, უნივერსალურად საშიში ძალა დაამარცხა უნივერსალურმა ჭეშმარიტებამ - თავისუფლების მოთხოვნამ და ღირსეული ცხოვრების უბრალო სურვილმა.

როცა ოცი წლის წინ ბერლინის კედელი დაიშალა, ამან უფრო მეტი შედეგი გამოიღო, ვიდრე ვარშავის პაქტში შემავალი ქვეყნების გათავისუფლებაა.

ამან გზა გაუხსნა საბჭოთა ტირანიის პირობებში მცხოვრები მილიონობით მოქალაქის იმედებს, ოცნებებს, მისწრაფებებს, ტალანტს - ჩემი ხალხის ჩათვლით.

დღეს ეს მოქალაქეები წარმოადგენენ ათზე მეტ სხვადასხვა ერს, გაერთიანებულს საერთო სურვილებით და ამბიციებით, იცხოვრონ გავლენის სფეროებიდან თავისუფალ მსოფლიოში - გარე კონტროლის გარეშე - მათ შესწევთ უნარი გადაწყვიტონ თავიანთი ბედი.

დღეს, როცა ვიხსენებთ ისტორიის ამ თავს და იმ გავლენას, რაც მას მსოფლიოზე გააჩნდა, ჩვენ სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ - უზარმაზარ პროგრესს და წარმატებას, რაც მშვიდობამ მოიტანა.

მაგრამ თუ ჩვენ მოგვიწევს პატიოსნად შევაფასოთ წარსული, უნდა ვაღიაროთ ჩვენი დღევანდელი წარსულის მწარე და ტკბილი მხარეები.

რადგან არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ იდელიზმისა და პროგრესის ამ დიდ ნაწილზე, შენების ნაცვლად, სახელმწიფოები და მათი ლიდერები დაუშვებენ თვითკმაყოფილ და ცინიკური ძალის პოლიტიკას, რომელმაც განვლილი ასი წლის ყველაზე ცუდ მომენტებს გაუხსნა გზა.

და ეს მომენტი, არის ნახევრად მწარე და ნახევრად ტკბილი, სამწუხაროდ, რადგან ყველამ ვერ მიიღო იმედისა და მისწრაფების ერთი და იგივე გაკვეთილი, როცა კედელი დაინგრა.

მართლაც, ოცი წლის წინ, როცა თავისუფლების სულმა აღგავა ის კედელი, ცოტას თუ წარმოედგინა, რომ რეპრესიები და მუქარები, რასაც ის კედელი წარმოადგენდა, ასე მალე კვლავ იჩენდა თავს და იმედები, რომლებიც 1989 წელს გამოჩნდა, ასე სწრაფად ჩაიძირებოდა.

თუმცა დღეს ევროპას, რომელიც დღეს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანია, კვლავ რჩება მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ მისაღწევია - პროექტი, რომელიც არ დასრულებულა, და გამოწვევა, რომლისკენაც სამწუხაროდ არ გადადგმულა შემხვედრი ნაბიჯები.

დღეს, მე თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ამაყი და სუვერენული ხალხის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი.

მაგრამ ტრაგიკულია, რომ საქართველოს დღეს, როგორც გერმანიას, ერთი თაობით ადრე, როგორც ერს, სჭვალავს ღრმა ჭრილობა.

როგორც ვაცლავ ჰაველმა და ევროპის ცნობიერების სხვა წამყვანმა ფიგურებმა განაცხადეს ამ კვირაში, ევროპა დღეს გაყოფილია ახალი კედლით, რომელიც აშენებულია გარეშე ძალის მიერ - კედელი, რომელიც გადის საქართველოს შუაგულში.

კედელი, რომელმაც ჩამოაჭრა ჩვენ ტერიტორიას ერთი-მეხუთედი - კედელი, რომელიც კვლავ ჰყოფს ევროპას თავის-თავისგან, ქმნის შიშისა და რეპრესიების ახალ ხაზებს: ეს არის ხელოვნური გამყოფი ხაზები, ევროპული ერის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეიძლება არაპოპულარული იყოს, მაგრამ იძულებული ვარ სიმართლე ვთქვა - სიმართლე კი ის არის, რომ კედლის არსებობა აფერხებს პროგრესს, რომელსაც ჩვენ თითქოს მივაღწიეთ იმ კაშკაშა, ნათელი დღის შემდეგ ბერლინში 20 წლის წინ.

ეს ახალი კედელი გვეუბნება, რომ ძალის უზანაესობა ერთხელ კიდევ გათელა კანონისა და გონიერების უზენაესობამ.

მე ვერ ვხედავ ვერავითარ ირონიას, მხოლოდ ტრაგედიას იმ ფაქტში, რომ ეს კედელი შენდება სწორედ იმ ხალხის მიერ, ვისი იდეებიც კოლექტიურად და გადამწყვეტად იქნა დამარცხებული და უარყოფილი 20 წლის წინ.

ვერავითარ კომფორტს ვერ მგვრის ის, ვინც ფიქრობდა, რომ ეს იყო მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედია, ეხლა კი, ხელმძღვანელობენ ამ სავალალო მცდელობებს.

ერთი წლის წინ ჩემი ქვეყანა დაიპყრეს: ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები, საომარი ხომალდები, ბომბები და პირდაპირ მიმართული ინტერნეტრ ჰაკერები ანადგურებდნენ ჩვენს ქალაქებს, სოფლებს, ინფრასტრუქტურას და ეკონომიკას. ასობით ჩვენი თანამოქალაქე იქნა მოკლული ან დაჭრილი. ათობით ათასი უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებული შეიქნა გაქცეულიყო ეთნიკური წმენდის მოლოდინში, რაც დამოუკიდებელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა დოკუმენტურად აღწერეს ან დაადასტურეს.

ეს არის ფაქტები, რაც გვაპირისპირებს ჩვენ როცა აქ ვიკრიბებით დღეს. და ამ ფაქტებს ნამდვილად გააჩნიათ სახელი: შეიარაღებული აგრესია, ეთნიკური წმენდა, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა და არალეგალური ოკუპაცია.

ქალბატონებო და ბატონებო, მათ ვინც დაიწყეს ომი ჩვენს რეგიონში და ატარებდნენ ეთნიკური წმენდის კამპანიებს ჩემს ქვეყანაში, გუშინ სწორედ ამ დარბაზში თქვეს, რომ მათ ეს უნდა გაეკეთებინათ, რათა "დაენერგათ ერთიანობის პრინციპი", რათა "გადაებიჯებინათ ძველი ეპოქის მემკვიდრეობაზე".

ერთადერთი რაზედაც მათ გადააბიჯეს, იყო ჩვენი სუვერენული საზღვარი.

მათ თქვეს, რომ მათ უნდა გაეკეთებინათ ეს... როგორც მათი წინაპრები უნდა შეჭრილიყვნენ პოლონეთში 1939 წელს, ფინეთში 1940 წელს, უნგრეთში 1956 წელს, ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს და ავღანეთში 1979 წელს.

და მათ უნდა ამოეშალათ გროზნო, 400, 000 მკვიდრის დედაქალაქი, გაენადგურებინათ ამაყი ჩეჩენი ერი და მოეკლათ ათობით ათასი უდანაშაულო ქალი და ბავშვი.

განვლილი ისტორია ჭეშმარიტად ძლიერი გზამკვლევია იმის გასაგებად, როგორ მოქმედებებს მიმართავენ ეს ლიდერები, რათა დაამკვიდრონ, როგორც თვითონ უწოდებენ "უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩემს რეგიონში".

მაგრამ დღეს, ნათლად მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ და არ მიიღებენ ახალ გამყოფ ხაზს ჩემს ქვეყანაში. ეს შეუცვლელი ვალდებულებაა.

კედლის დაბრუნება ევროპაში არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თუმცა ზუსტად ამ ინსტიტუტის სწორედ ეს ღირებულებები რჩება მუქარის ქვეშ.

ადამიანის უფლებათა დაცვა, ყველა პიროვნების ღირსებისა და თანასწორობისადმი პატივისცემა, ეთნიკური წმენდის დაუშვებლობა, სუვერენული საზღვრების დაურღვევლობის აღიარება, ეს ყველა არის ღირებულება, რომელიც ამ ინსტიტუტის ძირითად პრინციპებს ქმნის.

ჩვენ ნამდვიილად არ აგვირჩევია მოქმედების ეს გზა, მაგრამ ეს ჩვენი უფლებაა უკუვაგდოთ მისი უკანონობა.

როგორც პასუხისმგებელი ერების გაერთიანება, ჩვენ გვაკისრია კოლექტიური პასუხისმგებლობა, დავიცვათ საერთაშორისო კანონი და მტკიცედ მოვითხოვოთ, რომ საზღვრები ვერ და არ შეიცვლება ძალის გამოყენებით.

ეს ჩვენი საქმეა, დავარღვიოთ ეს ახლი კედელი მშვიდობიანად, ჩვენი იდეების ძალით და ჩვენი რწმენების სიძლიერით.

მინდა მსოფლიომ ნათლად გაიგოს, რა არის ჩვენი ხედვა ამ ახალი კედლისა და ჩვენი სტრატეგია მის დაშლაში.

პირდაპირ გეტყვით: ჩვენ არ მოველით მის გაუჩინარებას ამაღამ, ჩვენ გვესმის მოთმინებისადმი აუცილებლობა, მაგრამ ბერლინის კედლის ისტორია გვასწავლის, რომ მოთმინება არ უნდა იყოს პასიური.

ბერლინის კედელი მხოლოდ იმიტომ დაეცა, რომ თავისუფლების გულანთებულმა, დისციპლინირებულმა, ენერგიულმა პარტიზანებმა კედლის ორივე მხარეს მიზანმიმართულად და სიმამაცით იმუშავეს, რომ მუდმივად შეეხსენებინათ მსოფლიოსათვის ამ კედლის არალეგიტიმურობა და ემოქმედათ მისი დასასრულის დასაჩქარებლად.

მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო გაერთიანებული ერების იმ წევრ ქვეყნებს, რომელთაც ხმა მისცეს იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა დაბრუნების უფლებას და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთ.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ერებს მთელს მსოფლიოში, ვინც წინ აღუდგა უკანონობას და ზეწოლას, ვინც მტკიცედ იდგა საქართველოს ამჟამად უცხო ძალის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებაში.

მსურს მადლობა ვუთხრა ყველა იმ ერებს, რომლებიც ასეთი სიკეთით, დაპირებებით უზრუნველყოფდნენ სასიცოცხლო ეკონომიური მხარდაჭერით მათ და ეს დახმარება შეუფასებელია - აშენებულიყო თავშესაფრები და ამით აღმდგარიყო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების ოცნება.

ყველა ჩემი თანამემამულის სახელით მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სიკეთისთვის, განსაკუთრებით მსოფლიოში არსებული უკიდურესი გაჭირვების ასეთ მომენტში.

გარდა იმ კომფორტისა, რაც თქვენმა მატერიალურმა მხარდაჭერამ უზრუნველყო. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობრებს იმისათვის, რომ დაიცვეს არა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტი, არამედ ჩვენი უფლება, გავიკვალოთ ბილიკი მსოფლიოში, ავირჩიოთ ჩვენი მოკავშირეები, და უარვყოთ მე-19 საუკუნის ცნება სფეროთა გადანაწილების შესახებ, რომელმაც მიგვიყვანა ამდენ ომამდე, რეპრესიამდე და გაჭირვებამდე მსოფლიოს ისტორიაში.

მსურს მადლობა გადავუხადო იმ ერებს და მათ ლიდერებს ევროკავშირიდან, ვინც დღეს დაავალდებულა მათი მონიტორები დაამკვიდრონ მშვიდობა საქართველოში.

ქართველი ხალხი, ასევე მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტის ობამასი, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ურღვევობის მხარდაჭერაში და ვიცე-პრეზიდენტის - ბაიდენის, რომელიც ეწვია საქართველოს ამ ზაფხულს და ხაზი გაუსვა ამერიკის ვალდებულებას ჩვენი დემოკრატიის საქმეში და ჩვენს უფლებას ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით მსურს მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისი თექვსმეთ წელზე მეტი ყოფნისათვის საქართველოს მიწაზე და იმ წვლილისათვის, რაც მან მშვიდობის საქმეში შეიტანა - ეს ყოფნა არც თუ დიდი ხნის წინ და უცებ შეწყდა, ერთადერთი ქვეყნის ცალმხრივი ქმედებების შედეგად.

ჩვენი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული.

და დღეს, მე ასევე მსურს მოგახსსენოთ იმ პროგრესის შესახებ, რასაც აღწევს საქართველო ჩვენი პირადი მცდელობებით ერთ წელიწადში, რაც ჩვენ გადავიტანეთ პოსტ-ცივი-ომის პერიოდში, პირველი დაპყრობის შედეგად ევროპის ტერიტორიაზე.

ასობით ჩვენი შვილების დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ და ათი-ათასობით ჩვენი იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების ყოფნის პირობებში, ქართველი ხალხი შეიკრა და მიაღწია რეალურ პროგრესს მშვიდობის, თავისუფლების და პიროვნული თავისუფლების გზაზე და მე მსურს პატივი მივაგო მათ სიმამაცეს.

ამ ზაფხულს თბილისის მახლობლად განლაგებულ ლტოლვილთა ბანაკში შევხვდი ბავშვებს, რომელნიც ამჟღავნებენ უდრეკ ნებას იცხოვრონ ნორმალური და თავისუფალი ცხოვრებით, ჩაეჭიდონ ყველა შესაძლებლობას, ისწავლონ თანამედროვე ეპოქაში, გამოიყენონ ახალი კომპიუტერები, დაეუფლონ ინგლისურ ენას და მიუხედავად ყველაფრისა, წინ წაიწიონ ცოდნაში.

ეს ბავშვები ჩემი ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ, ქალბატონებო და ბატონებო, ეს ბავშვები წარმოადგენენ სიმბოლოს იმ გზისა, რომელსაც საქართველო დაადგა თავდასხმის შემდეგ.

ჩვენ ვაგრძელებთ იმ პირობების შესრულებას, რაც მე გასულ წელს ამ ტრიბუნასთან დავდე - გავაძლიეროთ დემოკრატია, დავამკვიდროთ პლურალიზმი და განვავრცოთ ადამიანის პიროვნული თავისუფლება. ჩვენ უკვე ჩავუშვით ეს რეფორმები მოქმედებაში და მომავალ წელს წინ წავიწევთ ვარდების რევოლუციის პროგრესში და შეუქცევადად გავაღრმავებთ ჩვენს იდენტურობას როგორც ჩვენს რეგიონში ყველაზე თავისუფალი სახელმწიფოსი.

ჩვენ დავუშვით ოპოზიციის თითქმის სამთვიანი პროტესტები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაკეტეს ჩვენი დედაქალაქის მთავარი ქუჩა და ამით გამოვამჟღავნეთ ჩვენი ღრმა ვალდებულება პლურალიზმის მიმართ და ჩვენი პატივისცემა განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების საკითხში.

ჩვენ დავუშვით მიგვეცა ლიცენზია ოპოზიციის მიერ კონტროლირებად სამაუწყებლო არხებისათვის, რომ მაუწყებლობა გაცდეს ქვეყნის საზღვრებს.

ჩვენ მივიწვიეთ ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლები ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე, რათა გვეჩვენებინა, რომ ჩვენი უსაფროთხოების პოლიტიკა ასახავს ჩვენი ერის ნებას და ამას ვაკეთებთ ფრაქციისა და პარტიის გათვალისწინების გარეშე.

ჩვენ უკვე ვიღებთ ვალდებულებას მერის პირდაპირი წესით არჩევაზე მომავალ წელს და დავიწყეთ ახლი საარჩევნო კანონმდებლობის განვითარება, რათა უზრუნველყოთ დემოკრატიული პროცესების მაქსიმალური ლეგიტიმურობა. მომდევნო რამდენიმე თვეში, ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ. ჩვენ შემოვიღებთ ახალ კანონებს, მათ წინააღმდეგ ვინც ეცდება ჩაერიოს ჩვენი მოსამართლეების საქმიანობაში, იქნება ეს სამთავრობო, ოფიციალური თუ პარტიული ფუნქციონერი. და ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელშიც მოხდება ძალაუფლების გადანაცვლება პრეზიდენტობიდან უფრო ძლიერ პარლამენტზე.

ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია არის ერის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამ ახალი კედლის ჩამოშლისათვის.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ეკონომიკის ასაშენებლად.

ქართველები უნარიანი და შრომისმოყვარე ხალხია, მაგრამ ისინი განიცდიან ორმაგ სასჯელს, გლობალური, ეკონომიკური კრიზისისა და იმ ეკონომიკური შედეგების გამო, რაც გასული წლის ზაფხულის ომს მოჰყვა.

ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელი ჩვენთვის არის მაქსიმალური რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნა, და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.

ჩვენ მხნეობა შეგვმატა იმ ფაქტმა, რომ მსოფლიო ბანკმა დაასახელა საქართველო მეთერთმეტე ქვეყნად, რომელიც ბიზნესის კუთხით მიმზიდველია სხვა ქვეყნებისათვის, მაშინ როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ 122 ადგილზე ვიყავით.

ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას.

ჩვენ გვაკისრია უდრეკი ვალდებულება სუვერენული და გაერთიანებული საქართველოს ხედვაში.

საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაჯობებთ ამ უკანონო ოკუპაციას და დავამარცხებთ ამ ეთნიკურ წმენდას.

აფხაზეთი არის ჩვენი კულტურის და ცივილიზაციის აკვანი. იასონით და არგონავტებით დაწყებული, აფხაზეთი იყო ისტორიაში ჩვენი მოგზაურობის ყველაზე ძვირფასი და ძლიერი ნაწილი.

აფზახეთი დღეს მოსახლეობის სამმა მეოთხედმა დატოვა, პარკები და სასტუმროები, თეატრები და რესტორნები, სამხედრო ბაზებმა და სასაფლაოებმა შეცვალა, დრო სჭირდება, რომ აფხაზეთი გახდეს ის, რაც იყო - საქართველოს უმშვენიერესი ნაწილი.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენო უდიდებულესობავ, ღრმად პატივცემულო დელეგატებო, მე დღეს აქ მოვედი, რომ გადმოგცეთ ეს მარტივი გზავნილი - საქართველო იგებს მშიდობას.

და აი, როგორ უნდა შეაფასოთ ჩვენი ვალდებულებები.

დავეცით მხეცური დაპყრობის დროს? არა.

შევავიწროვეთ თავისუფლება რეცესიის წინაშე? არა.

მტრობის პირობებშიც კი, ჩვენ ვაგრძელებთ წვლილი შევიტანოთ ჩვენი მეგობრების და საერთოდ საერთაშორისო საზოგადოების მერ დაფუძნებულ საერთო მიზნებში. კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო არის ავანგარდში და აწარმოებს ჩვენი ელექტრო ენერგიის 85% ბუნებრივი რესურსების ხარჯზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიმყოფებით ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე მსოფლიოში, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, მათ შორის ავღანეთში სადაც ჩვენი საჯარისო ნაწილი იმსახურებს სხვებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ ვიგებთ მშვიდობას ყოველ დღე.

ჩვენი რეგიონის ერები უფრო მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან ჩვენი საერთო იმპერიული მემკვიდრეობიდან.

ყოველდღე რეგიონის სახელმწიფოები უარს ამბობენ იმ უზარმაზარ ზეწოლაზე, რომელიც ჩვენი საერთო წარსულიდან მომდინარეობს. ყოველდღე იდეა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევებრძოლოთ რევანშისტულ ტენდენციებს, იზრდება და ყოველ დღე დამოუკიდებელი ერები ბელორუსიიდან მოლდოვამდე, უზბეკეთიდან მონღოლეთამდე, ამცნობს მსოფლიოს, რომ გავლენის სფეროები წარსულის კუთვნილებაა, საქართველო, ჩემო მეგობრებო, არა მხოლოდ ქვეყანაა;

ახალმა კედელმა, რომელიც კვეთს ჩვენს ტერიტორიას, გარდაქმნა საქართველო იდეად და ტესტად.

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეად და ტესტად მსოფლიოსათვის. ამ ტესტში მსოფლიო არ უნდა ჩაიჭრას.

თუ ეს გამოცდა წარმატებული იქნება, თქვენ გაოცდებით, რამდენად სწრაფად განავითარებს ეს რეგიონი თავის უზარმაზარ პოტენციალს.

აქტიური, მოთმინებით აღჭურვილი გამარჯვება ამ ახალ კედელზე არის გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენს მცდელობაში, ავაშენოთ ენერგო უსაფრთხოება თავისუფალი ერებისათვის და გაერთიანებული ფრონტი უკანონობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ.

ეს ის სფეროა, სადაც ყველა - კულტურა, გავლენა, რელიგია და ტრადიციები ხვდება ერთმანეთს და ქმნიან ანტიდოტს, ცივილიზაციათა შეჯახების რისკის მიმართ.

გუშინ პრეზიდენტმა ობამამ, გამოკვეთილად აღნიშნა, რომ ახალმა კედლებმა არ უნდა გაგვყოს ჩვენ, რომ მომავალი ეკუთვნით იმათ, ვინც აშენებს და არა იმათ, ვინც ანგრევს. რომ თანამშრომლობა და ღირებულებები უნდა აღემატებოდნენ დაყოფას და ცინიზმს.

დღეს მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, თუ როგორ ვიზიარებთ ამ ხედვას, რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ის ჩემი ქვეყნისა, მთლიანად რეგიონისა და გარე სამყაროსათვის.

ოცი წლის წინ ხავერდოვანმა რევოლუციამ გზა გაუკაფა ახალ ერას საერთაშორისო ურთიერთობებში და დაიწყო ახალი მოგზაურობა თავისუფალი და თანამშრომლობისუნარიანი მსოფლიოსათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაღლა დავდგებით ამ მოგზაურობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვიქნებით თვითკმაყოფილები და პასიურები. თუ ჩვენ ერთმანეთს გვერდიგვერდ დავუდგებით და დავიცავთ ჩვენს ღირებულებებს.

ბოლოს და ბოლოს, ხმამ, რომელმაც მოგვიწოდა ორი ათეული წლის წინ ხავერდოვანი რევოლუციების დროს - ვაცლავ ჰაველის ხმამ ამ კვირაში შეგვახსენა, თუ რა საფრთხე გვაქვს გადასალახი.

ახალ კედელზე საუბრის დროს, რომელიც ეხლა ჰყოფს საქართველოს, მან სხვა მნიშვნელოვან ევროპელებთან ერთად დაწერა - მე ციტირებას ვახდენ:

„დასავლეთის დემოკრატიის ჩავარდნაა ის ფაქტი, რომ პასუხი არ მიაგეს მეგობრული ერის შუაზე გახლეჩას, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ის, შეიძლება იყოს სერიოზული, გლობალური შედეგების მომტანი.

ევროკავშირი შეიქმნა მიუნხენის მცდელობების და რკინის ფარდის საწინააღმდეგო. საშინელება იქნებოდა, თუ ჩვენ დავივიწყებდით იმ ტიპის მოქმედებებს, რამაც ჩვენი კონტინენტი ომში ჩაითრია და მოხდა დანაწევრება მთელი გასული საუკუნის მანძილზე.

სასწორზე დადებულია პროექტის ბედი, რომლისთვისაც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ცხოვრების მიძღვნას: ევროპის კონტინენტის მშვიდობიანი და დემოკრატიული გაერთიანება".

ჩვენ უნდა შევისმინოთ ვაცლავ ჰაველის და პრეზიდენტ ობამას მოწოდება და ჩემი პირადი გმირის, რუსეთიდან ანა პოლიტკოვსკაიას მოწოდება, რომელიც ასე მხეცურად გააჩუმეს.

მათი მოწოდება ექოსავით გაჰყვება პროგრესის ორ დეკადას - პროგრესის, რომელმაც აანთო დიდი იმედები, მაგრამ რომელიც კვლავ მყიფე რჩება.

დღეს და ერთად ჩვენ უნდა უზრუნვეყოთ პასუხები.

დღეს და ერთად ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ხელმძღვანელობის უნარი და ხედვა.

დღეს და ერთად ჩვენ უნდა მოვახდინოთ იშვიათი სიმტკიცის დემონსტრირება.

და ყველაზე მეტად დღეს და ერთად უნდა უზრუნველყოთ იმის ჩვენება, რომ ჩვენი ღირებულებებისა და იდეალების ძალა საბოლოოდ გაუხსნის გზას ყოველი ჩვენგანის ადამიანურ შესაძლებლობებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)