Google+

რელიზები

31.08.2010
მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევის შემდეგ, ალაქსანდრე კვიტაშვილი მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის თქმით, ძალიან სასარგებლო იყო ქვეყნისთვის, როცა ალექსანდრე კვიტშვილმა, რომელსაც მიღებული ჰქონდა კარგი დასავლური განათლება და დაფუძნებული იყო დასავლეთში, მიიღო შეთავაზება, საქმიანობა საქართველოს მთავრობაში გაეგრძელებინა. თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, კვიტაშვილი ახლაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარება ჰქვია.
"ეს არის მთავარი ქართული უნივერსიტეტი, ტრადიციების გათვალისწინებით და მისი წინ წამოწევა საშვილიშვილო საქმეა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, მთავარია არსებული სამეცნიერო პოტენციალის ზუსტად გამოყენება და განვითარება,ასევე, ახალი სტანდარტების დანერგვა.
"საქართველოში უნივერსიტეტის დიპლომი არ უნდა გაიცემოდეს, თუ ადამიანმა ერთი უცხო ენა მაინც არ იცის, თუმცა, ვერც ენა და ვერც კომპიუტერი, ფუნდამენტურ განათლებას ვერ ჩაანაცვლებს."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტი კვიტაშვილს უნივერსიტეტის დაფინანსების გაზრდაში დახმარებას დაჰპირდა. "უნივერსიტეტში უნდა გაიზარდოს სტიმული მატერიალური წახალისების ფონზე. განათლებაზე უფრო დიდი პრიორიტეტი ქართულ სახელმწიფოებრიობას არ აქვს და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია მისი მწირი რესურსების ფარგლებში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თავის მხრივ, კვიტაშვილმა პრეზიდენტს და მთავრობას მინისტრად ყოფნის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ თანამდებობაზეც ერთად მოახერხებენ არსებული პრობლემების გადაჭრას.
"უნივერსიტეტი ჩემთვის არის ახლობელი დაწესებულება და მინდა ის წარმატებული და ევროპული დონის იყოს", - განაცხადა კვიტაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)