Google+

რელიზები

19.10.2011
მიხეილ სააკაშვილმა "დემოკრატიისა და კანონის ცენტრის"  კვლევების  შედეგები სახელმწიფო მოხელეებთან ერთად შეაჯამა

დღეს პრეზიდენტის სასახლეში, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მოხელეებს შეხვდა და დემოკრატიისა და კანონის ცენტრის  კვლევების  შედეგებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც საქართველო ოთხმოც ქვეყანას შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ დასახელდა. პრეზიდენტმა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებს გაწეული ეფექტური მუშაობისა და მიღებული შედეგისთვის  მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს სახელმწიფო აპარატი, როგორც ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე, ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილზეა. გამოკითხვა 80 ქვეყანაში ჩატარდა. საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, რეიტინგით ყველა ჩვენს შემდეგაა, აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებზე. ეს იმ რეფორმების შედეგია, რომლებსაც ჩვენ, ყველა ერთად, ბოლო წლების განმავლობაში ვატარებთ. ეს ის სიამაყეა, რომელიც მე თითოეული თქვენგანის საქმიანობის გამო მაქვს. დაფიქრდით სად ვიყავით 6-7 წლის წინ და სად ვართ დღეს“ - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა იმ ცვლილებებზეც  ისაუბრა, რის შედეგადაც  მოქალაქეებს გამარტივებული სერვისითა და სწრაფი მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ. მიხეილ სააკაშვილმა, მიუხედავად მიღწეული შედეგებისა და წარმატებებისა , სახელმწიფო აპარატის თითოეულ თანამშრომელს რეფორმებზე მუდმივი მუშაობისა და პროფესიული ზრდისკენ მოუწოდა.

"მე იმისთვის შეგკრიბეთ, რომ გითხრათ - მიღწეულის შენარჩუნებაზე მუშაობა ეს დაჭაობებას ნიშნავს. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი რეფორმების და ამ რეფორმების გზით, მუდმივი წარმატების მდგომარეობაში.  ყველაფერი რაც საქართველოში კეთდება არის ხალხის სახელით და ხალხისათვის, მაგრამ როგორც კი მოძრაობა შეჩერდება ჩვენი განვითარებაც შეფერხდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ, წელს თითქმის  ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში ,რომელმაც წლის დასაწყისში დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდის მაშვენებელს გადახედა და მისი გაზრდაც კი შეძლო. ეს ყველაფერი კი მსოფლიოში მიმდინარე უარყოფითი ტენდენციის  საწინააღმდეგოდ მოვახერხეთ. ეს შევძელით, რადგან აღმოგვაჩნდა ის უპირატესობა რაც არ აქვთ სხვებს - ძლიერი, გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი და დაძლეული კორუფცია. ამას მუდმივი შენარჩუნება და განვითარება სჭირდება, საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს სუფთა და კანონიერებაზე  დაფუძნებული“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე.

დემოკრატიისა და კანონის ცენტრის კვლევების შედეგად  საქართველო 80 ქვეყანას შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ დასახელდა. ახალ კვლევაში, რომლის შედეგებსაც ორგანიზაცია აქვეყნებს საქართველო მსოფლიოში  მეორე ადგილზეა, საბიუჯეტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე რეიტინგში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ახალი ზელანდიის შემდეგ.

"დაუსვი შენს მთავრობას 6 კითხვა" - ასე ეწოდება ჩატარებულ კვლევას , რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო სტრუქტურებიდან  სხვადასხვა ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას ამოწმებდნენ.კვლევევების პრინციპის თანახმად  საჯარო ინფორმაცია 62 კალენდარულ დღეში უნდა გაცემულიყო. საქართველოს შემთხვევაში დასმულ  შეკითხვებზე პასუხები 11 დღეში გაიცა.   ორგანიზაციისა და კვლევის მთავარი პრინციპის თანახმად, აღნიშნული კამპანიის ჩატარების შესახებ    არც ერთი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურა არ  იყო ინფორმირებული. კვლევის რეიტინგი,ინფორმაციის მიღების დროის, მიღებული ინფორმაციის ხარისხის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შედგა.კანადური ორგანნიზაციის დასკვნის შედეგად   საქართველომ  მრავალი განვითარებული სახელმწიფო  ჩამოიტოვა და მეორე ადგილი დაიკავა, ახალი ზელანდიის შემდეგ.კვლევა ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)