Google+

რელიზები

19.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ბინების მშენებლობა უნდა განახლდეს სრული ტემპით და კუთვნილი ბინები ყველა ოფიცერმა უნდა მიიღოს“

საქართველოს პრეზიდენტი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა უწყება გააკრიტიკა და ხელმძღვანელ პირებს ბინების მშენებლობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშთან დაკავშირებით, გუშინ თადაცვის სამინისტროს კომენტარი მოვისმინე. ჯერ ერთი, თავდაცვის მინისტრის მხრივ, არა კორექტულია, როდესაც ფორმიანი ადამიანი გამოგყავს და ავალდებულებ მეორეს შეურაცხყოფა  მიაყენოს. სრულიად მიუღებელია, მათ შორის, სამხედრო ეთიკის თვალსაზრისით, რომ ჩვენი გმირი, ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში უპატიოსნობაში დაადანაშაულონ. ალექსანდრე ტუღუშს რამდენიმე წელიწადია ვიცნობ და თვალსაც ვადევნებდი მის კარიერას. მრავალჯერ შევხვდი დაჭრამდეც და, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც დაიჭრა. იგი რამდენჯერმე მოვინახულე ამერიკაში და ჩემი დავალებით, დროებით დაასაქმეს ჩვენს საელჩოში, ამერიკაში სამხედრო ატაშეს მოადგილედ.  შარშან, ასევე ჩემი განკარგულებით, ყველა მათგანისთვის გამოყოფილი იყო ბინები, რომელთა მშენებლობა მარტში უნდა დამთავრებულიყო. როდესაც მთავრობა შეიცვალა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ალბათ, იმის გამო, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, ბინების მშენებლობა შეჩერდა. ეს ხალხი, პრაქტიკულად, უბინაოდ დარჩა. ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოში ყველა ოფიცერს, დაჭრილს თუ არადაჭრილს, დამსახურების მიხედვით უნდა მიეღო ბინა და ეს ბინები აეროპორტის გზაზე ავაშენეთ.  ეს, რა თქმა უნდა, არ არის პიარი, ეს ბინები რეალურად არის და ეს ბინები უნდა დაამთავრონ. როდესაც ტუღუში ჩამოვიდა ამერიკიდან, სექტემბრის დასაწყისში, ის მივიდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ მოიშორეს. უთხრეს დაეწერა პატაკი როგორც ყველა, ისიც ასე მოიქცა. როდესაც გუშინ ეს ამბავი ატყდა, თავდაცვის სამინისტრომ თქვა, მისი თხოვნა დავაკმაყოფილეთო. ეს არის ის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ბინების მშენებლობა გააჩერა. ვფიქრობ, მომავალში მათ თავის შეკავება მართებთ შეურაცხყოფისგან, მით უმეტეს, გმირი ოფიცრების მისამართით. ალექსანდრე ტუღუშმა სისხლი დაღვარა და საკუთრი ჯანმრთელობა შეწირა საქართველოს და ეს არის უწესიერესი და უპატიოსნესი ადამიანი.  ბინების მშენებლობა უნდა განახლდეს სრული ტემპით და კუთვნილი ბინები ყველა ოფიცერმა უნდა მიიღოს... ჩემგან რომ არ გაეგოთ, რომ ალეკო, ისედაც ძალიან მძიმედ დაზარალებული, ავტოფარეხში ცხოვრობს, თავად არ უნდა დაინტერესებულიყვნენ მისი პირობებით?“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)