Google+

რელიზები

09.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე „მომავლის სახლს“ ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით ტყეშელაშვილთან ერთად მიუსაფარ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს - „მომავლის სახლს" ეწვია, სადაც აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერა და მათ თვითშემოქმედებას გაეცნო.

„ბავშვებმა დღეს დიდი სიხარული მოგვანიჭეს. ჩვენ ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ ამ ბავშვების ნათელი მომავლისათვის. სახელმწიფომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოს მათ მიმართ, რათა ამ ბავშვებმა თავი დაცულად იგრძნონ," - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნინო ბურჯანაძემ და დავით ტყეშელაშვილმა „მომავლის სახლის" აღსაზრდელებს საჩუქრად წიგნები, ხილი და ტკბილეული გადასცეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)