რელიზები
27.12.2007
ნინო ბურჯანაძემ ნაძალადევის რაიონში განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ და თბილისის ვიცე-მერმა, მამუკა ახვლედიანმა ნაძალადევის რაიონში განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულეს. ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 270 ათასი ლარი გამოიყო. ბიბლიოთეკა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი, მკითხველთათვის ვიდეო დარბაზი შეიქმნა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა წიგნების საცავს.
„ტექნიკურად ასეთ მაღალ დონეზე აღჭურვილი ბიბლიოთეკის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდა, ასევე უფროსი თაობებისთვის. ამ ტიპის დაწესებულებები ხელს შეუწყობს ჩვენს მოსახლეობას ცოდნის შენარაჩუნებასა და ამაღლებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ თქვენთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური