Google+

რელიზები

30.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საიუბილეო საღამოს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია II-თან ერთად ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

„ჩვენი ქვეყანა ბედნიერი და ამაყია იმით, რომ ასეთი ფასდაუდებელი კულტურული საგანძური გაგვაჩნია და გვყავს ადამიანები, რომლებიც ერის სიამაყეს წარმოადგენენ და რომლებიც წლების განმავლობაში სახელს უთქვამდნენ საქართველოს,როგორც მაღალი კულტურის მქონე ქვეყანას. მინდა დიდი სიამოვნებით მივულოცო იუბილე კონსერვატორიის მოღვაწეებს, რომლებმაც უამრავი ნიჭიერი და მაღალი პროფესიული კულტურის მქონე ადამიანი აღზარდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ 2007 წელს ქვეყანამ არა მარტო კონსერვატორიის, არამედ მრავალი ღირსეული ადამიანის იუბილე იზეიმა.

„2007 წელი იყო წმინდა ილია მართლის საიუბილეო წელი და ასევე, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 30-ე, საიუბილეო წელი. მინდა თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივულოცო მის უწმინდესობას იუბილე და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. დიდი ბედნიერებაა გყავდეს ასეთი პატრიარქი. ღმერთმა მისი ლოცვა-კურთხევა დიდხანს ნუ მოაკლოს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სახელმწიფოს სახელით პატივისცემა გამოხატა კონსერვატორიის იუბილარი პროფესორ-მასწავლებლების მიმართ და მათთვის განკუთვნილი სიურპრიზის შესახებ ამცნო.

კონსერვატორიის თითოეულ იუბილარ პროფესორ-მასწავლებელს სახელმწიფო ჯილდოს სახით 3000 ლარს გადასცემს.

„ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი 2008 წელი ბედნიერების, წარმატების, სტაბილურობის და ყოველივე საუკეთესოს მომტანი იყოს სრულიად საქართველოსთვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)