Google+

რელიზები

23.01.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში მიემგზავრება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრება. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს.

ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლუის მარია დე პუიგის შეხვედრა, რომლის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და ლუის მარია დე პუიგი მასმედიისათვის მოკლე განცხადებებს გააკეთებენ.

ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტერი დევისთან, რომელთან ერთადაც მიხეილ სააკაშვილი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

ევროპის საბჭოდან საქართველოს პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაემგზავრება და სასამართლოს თავმჯდომარესთან ჟან-პოლ კოსტასთან გამართავს შეხვედრას.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 25 იანვარს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)