შეხვედრები და ვიზიტები
06.09.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. ის კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პრეზენტაცია, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა. ქართული კულტურის წარმოსაჩენად ანსამბლ 'რუსთავის' კონცერტიც გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 7 სექტემბერს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური