Google+

შეხვედრები და ვიზიტები

22.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მიემგზავრება

23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრება.

24 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი ინტერვიუს მისცემს გაზეთებს "ფაინენშლ თაიმსსა" და "თაიმსს", ასევე ჟურნალ "ეკონომისტს".

25 აპრილს იგი შეხვდება საქართველოს საკითხებში ფრაქციათაშორისო საპარლამენტო ჯგუფს, რომელსაც ბრუს ჯორჯი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებათა სამეფო ინსტიტუტში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თემაზე "ახალი განვითარებები კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან". ასევე დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან და თავდაცვის მინისტრთან დეს ბრაუნთან. ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელთათვის პრესკონფერენციას გამართავს.

26 აპრილს მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული სამეფოს ხაზინის უფროსს სტივენ თიმსს, ფინანსთა მინისტრს გორდონ ბრაუნს და გაერთიანებული სამეფოს ევროპის საქმეთა მინისტრს ჯეფ ჰუნს შეხვდება. ვიზიტის დასასრულს კი კომპანია BBC-ს გადაცემისათვის "Hard Talk" ინტერვიუს მისცემს.

საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში 27 აპრილს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)