შეხვედრები და ვიზიტები
30.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდნეტი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღმავების თაობაზე იმსჯელეს. მიხეილ სააკაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ბოლოდროინდელ მოვლენებზეც ისაუბრეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანამ მიაღწია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავაც განაგრძობს წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას.
ქვეყნის პირველმა პირმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია.