Google+

შეხვედრები და ვიზიტები

15.06.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკრაინის თემასთან დაკავშირებულ საგანგებო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სამდღიანი ვიზიტით მიემგზავრება, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკრაინის თემასთან დაკავშირებულ საგანგებო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ, მოლდოველ, აზერბაიჯანელ, პოლონელ და ესტონელ კოლეგებს შეხვდება. მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას უკრაინის პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთანაც გეგმავს.

16 ივნისს მიხეილ სააკაშვილი ფორუმის ფარგლებში უკრაინის თემასთან დაკავშირებული შეხვედრის პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც გაიმართება ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი პრესკონფერენცია თემაზე "უკრაინა და მისი მეზობლები".

17 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოვა. ამავე დღეს პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)