Google+

შეხვედრები და ვიზიტები

16.06.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკრაინის თემასთან დაკავშირებულ საგანგებო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ქ. კიევში გაემგზავრა.

ფორუმის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას პრეზიდენტს ვლადიმერ ვორონინს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საუბრის თემა კონფლიქტურ რეგიონებს და ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს შეეხებოდა. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია,რომ დნეპრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვას ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდეს. უკრაინას ყველანაირი საშუალება აქვს, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთად დნეპრისპირეთში კონფლიქტის მოგვარების პრეცედენტი შექმნას" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ფორუმის მონაწილეების რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ რეგიონალური თანამშრომლობის ალიანსი - სუამი მიმზიდველია. სუამში მათი გაწევრიანების მიზნით, რუმინეთან და ბალტიის ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

ფორუმის პირველი დღის ბოლოს, ესტონეთის, პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს. საუბარი სუამის მნიშვნელობასა და მის მომავალ გაფართოებას შეეხო. პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნევსკიმ ყურადღება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე გაამახვილა. "ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის უკრაინის გარშემო გაერთიანებას ვცდილობთ. უკრაინა ამ რეგიონში ლიდერია. ჩვენ ერთგვარი დემოკრატთა კლუბის შექმნა გვსურს, არაფორმალურად კიევის კლუბი უკვე არსებობს. როგორი იქნება ეს ჯგუფი ფორმალურად, ჯერჯერობით არ ვიცით. ახლა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)