შეხვედრები და ვიზიტები
24.09.2013
მიხეილ სააკაშვილმა ბრონისლავ კომოროვსკისთან გამართა შეხვედრა
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ხვდება. დღეს ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრა პოლონელ კოლეგასთან გამართა. საუბრის მთვარი თემა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისა და და თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ბრონისლავ კომოროვსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. შეხვედრისას, ლიდერებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.