Google+

შეხვედრები და ვიზიტები

05.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ბელგიის ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღო. შეხვედრისას, საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, კერძოდ, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები. მხარეებმა ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში დაწყებული დემოკრატიული რეფორმები კვლავაც გაგრძელდეს. საუბრის ერთ-ერთი მთვარი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც იყო. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)