Google+

შეხვედრები და ვიზიტები

30.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის პოლიტიკური პარტიის „უფლებები და სამართლიანობა“ თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო ურთიერთობა იყო. საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსაც შეეხო. იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა და, ამ მხრივ, ქვეყანას წარმატებები უსურვა. მხარეებმა ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილეს და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ მისი სახით ერთგული მეგობარი, საერთაშორისო არენაზე კი, ძლიერი მხარდამჭერი დაკარგა. ქვეყნის პირველმა პირმა ლეხ კაჩინსკის ღვაწლი გაიხსენა და მძიმე წუთებში საქართველოსა და ქართველი ერის მხარადაჭერისთვის პოლონელ ხალხს მადლობა გადაუხადა.

საუბრის დასასრულს, იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას პოლონეთის დელეგაციისა და საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)