შეხვედრები და ვიზიტები
14.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ სენატორს მარკო რუბიოს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი ვაშინგტონში დღეს ამერიკელ სენატორს მარკო რუბიოს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ყურადღება საქართველოს ნატოში ინეგრაციის მნიშვნელობასა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების ააუცილებლობაზე გაამახვილეს. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ახალი ხელისუფლების პირობებში, მისი თქმით, ეს ტენდენცია და არჩეული კურსი კვლავაც უნდა შენარჩუნდეს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის როლი როგორც რეგიონში, ისე საქართველოში.
ამერიკელი სენატორი ISAF-ის პროგრამაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობას შეეხო და განაცხადა, რომ, ამ თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები სათანადოდ აფასებს საქართველოს თანადგომასა და წვლილს.
მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები სენატორებსა და კონგრესმენებთან.