Google+

შეხვედრები და ვიზიტები

07.05.2013
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება მათ იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც ქართული და აზერბაიჯანული მხარე ერთობლივად ახორციელებს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხებს შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალს ორივე ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი განცხადებით, ამ გზით საქართველო და აზერბაიჯანი ევროპას დაუკავშირდება, რასაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სტრატეგიული დატვირთვა აქვს და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ფორუმის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)