შეხვედრები და ვიზიტები
27.02.2013
მიხეილ სააკაშვილი ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, მილი მეჯლისის თავმჯდომარესა და დეპუტატებს შეხვდა. მხარეებმა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ მეგობრობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ ყურადღება საპარლამენტო და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც აზერბაიჯანში ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება.
თავის მხრივ, ოქტაი ასადოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს ორი ქვეყნის ის ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.