შეხვედრები და ვიზიტები
12.12.2012
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განხორციელებული რეფორმები იყო. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.