შეხვედრები და ვიზიტები
14.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლატვიის სეიმის თავჯდომარეს სოლვიტა აბოლტინასა და ლატვიელ კანონმდებლებს შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობისა და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. სოლვიტა აბოლტინასმა საკუთარი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ლატვიელმა კანონმდებლებმა საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების მნიშვნელობასა და ქვეყანაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს მიმართ ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.
შეხვედრას ლატვიის მხრიდან საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის თავჯდომარე და ლატვიის სეიმის ოპოზიციური ფრაქციის წევრიც ესწრებოდა. ლატვიის დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ვიზით სტუმრობს, რომლის ფარგლებშიც დელეგაციის წევრებმა უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს.
ლატვიელი კანონმდებლები საქართველოს 15 თებერვალს დატოვებენ.